ფარმანეტი

ჩვენს შესახებ

შპს ფარმანეტი არის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენი კომპანია დაარსდა 2011 წლის 10 მარტს მკაფიო მისიით - შექმნას და განავითაროს აფთიაქების ქსელი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას, არამედ საუკეთესო მომსახურებას, რომელსაც ყველა იმსახურებს.


ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველყოს მედიკამენტების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ პაციენტმა მიიღოს კვალიფიციური დახმარება და რჩევა რომელიც დაეხმარება მას შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ჩვენ ვიცავთ ამ ძირითად პრინციპს როგორც ჩვენი ბიზნესის საფუძველს.


ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" არა მხოლოდ გთავაზობთ მედიკამენტების ფართო არჩევანს, არამედ აქტიურად ავითარებს ლოიალობის პროგრამებს და აქციებს, რომ შესყიდვები კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის რომ ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებები ხელმისაწვდომი იყოს ყველა პაციენტისთვის ამისათვის მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს რომ ჩვენი სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.


ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ სააფთიაქო ქსელის გაფართოებაზე და ჩვენი მომსახურების დონის ამაღლებაზე. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ჩვენი პერსონალის ტრენინგებში რადგან მათ შეძლონ საუკეთესო რჩევები და მაღალპროფესიული დახმარება გაუწიონ ჩვენს პაციენტებს.


,,ფარმანეტი“-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროდუქციის უსაფრთხოება და ხარისხია. ჩვენ გულდასმით ვირჩევთ მომწოდებლებს და ვმუშაობთ მხოლოდ სანდო და დროში გამოცდილ მწარმოებლებთან. ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია ენდოს ჩვენთან შეძენილ პროდუქციას.


ჩვენი კომპანია ასევე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ პროგრამებში, რომლებიც სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოებაზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ამიტომ, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება.


ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი არსებობის წლების განმავლობაში შევძელით მომხმარებელთა ნდობის მოპოვება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მადლობას ვუხდით მათ ჩვენი არჩევანისთვის და გპირდებით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას თითოეული მათგანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.


კომპანია ფარმანეტი არის სააფთიაქო ქსელი, სადაც ყოველთვის გელოდებათ ხარისხიანი მომსახურება, მაღალკვალიფიციური პერსონალი და პროდუქციის ფართო არჩევანი. გახდით ჩვენი დიდი ოჯახის წევრი და გვანდეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე ღირებულია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად.