ფარმაბარათი

რა არის ფარმა ბარათი?

ფარმა – ბარათი არის დაგროვებითი ბარათი და წარმოადგენს: ბარათზე ქულების დაგროვების, მათი გამოყენების, ასევე საჩუქრების და სხვადასხვა გათამაშებებში მონაწილეობის მიღების საშუალებას

ბარათის გაცემის წესი
ფარმა ბარათის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. ბარათის გაცემა ხდება პირადობის მოწმობის საფუძველზე, ფარმანეტის ქსელში ერთჯერადად განხორციელებული პროდუქციის შეძენისას.
ბარათით სარგებლობის პრივილეგიები

მხოლოდ ბარათის მფლობელები მიიღებენ:

  1. უფლებას დააგროვონ ქულები და მიიღონ საჩუქრები;
  2. გათამაშებებსა და სხვადასხვა წამახალისებელ აქციებში მონაწილეობის უფლებას;
  3. ინფორმაციას სიახლეებისა და ფასდაკლებების შესახებ.
როგორ ხდება დაგროვება?!

ფარმა ბარათზე ქულები  გროვდება ნებისმიერი პროდუქტების შეძენის შემთხვევაში და მისი რადენობა ექვივალენტურია ჩვენს ქსელში დახარჯული თანხის რაოდენობისა. პირობითად ერთი ქულა უდრის ერთ თეთრს. ქულები გროვდება შემდეგი პრინციპით:

  1. ათ ლარამდე დახარჯულ ყოველ ერთ ლარზე დაგერიცხებათ ერთი ქულა;
  2. ათიდან ოც ლარამდე დახარჯულ ყოველ ერთ ლარზე დაგერიცხებათ ორი ქულა;
  3. ხოლო ოცი ლარის ზემოთ დახარჯულ ყოველ ერთ ლარზე დაგერიცხებათ ორნახევარი ქულა.
ბარათით სარგებლობის წესები

ძვირფასო მომხმარებელო!

ქულები  დაგერიცხებათ ბარათის ტერმინალში გატარების შემდეგ;

ამიტომ გთხოვთ, თანხის გადახდამდე წარმოადგინოთ თქვენი ბარათი.

დაგროვილი ქულების გამოყენება

ფარმა ბარათზე დაგროვილი ქულებით  შეგიძლიათ შეუზღუდავად აირჩიოთ შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი ფარმანეტის ქსელში.

ბარათის გაუქმება

ფარმა ბარათზე ქულების დაგროვება და გამოყენება შეგიძლიათ უვადოდ. 12 თვის განმავლობაში თუ თქვენს მიერ ერთხელ მაინც არ იქნება გამოყენებული ფარმა  ბარათი (არ იქნება ტერმინალში გატარებული), ის ავტომატურად გაუქმდება, ხოლო მასზე დარიცხული გამოუყენებელი ქულები ანულირდება.

ბარათის მფლობელის მოვალეობები

დაგროვილი ქულებით საჩუქრის მისაღებად ბარათის მფლობელი ვალდებულია თან იქონიოს ბარათი და პირადობის მოწმობა. ბარათის მფლობელს ეკრძალება ბარათზე საკუთარი უფლებების სხვა პირზე გადაცემა.

ფარმა ბარათის აღდგენა

ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია:

  1. მიაკითხოს ფარმანეტის ქსელის უახლოეს ფილიალს;
  2. ან შეგვატყობინოს საკონტაქტო ნომერზე: (032)  2 110 210
  3. ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე: E-mail: info@pharmanet.ge

ფარმა ბარათის აღდგენის საფასურია 50 ქულა.

ბარათის მფლობელი ასევე ვალდებულია, შეატყობინოს ფარმანეტის ქსელს მისი პირადი, საანკეტო ინფორმაციის ცვლილების შესახებ.

ფარმა ბარათის განცხადებაზე ხელმოწერით დაინტერესებული პირი არადსტურებს, რომ:

  1. განცახედაში მითითებული მისი პირადი მონაცემები ზუსტი და სწორია;
  2. გაცნობილია და ეთანხმება ფარმა ბარათის გამოყენების (მათ შორის მუშაობის, ქულების დაგროვების, განაღდების) წესებს, რომელიც აგრეთვე განთავსებულია ვებ გვერდზე www.pharmanet.ge;
  3. თანხმობას გამოთქვამს მიიღოს შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა);
  4. თანახმაა შპს „ფარმანეტმა“ დაამუშაოს და შეინახოს ანკეტაში მითითებული პერსონალური ინფორმაცია/მონაცემები, მხოლოდ ფარმა ბარათის მფლობელთა აღრიცხვის მიზნით;
  5. თანახმაა, შპს „ფარმანეტმა“ ცვლილება შეიტანოს დაგროვებითი ბარათის წესებში და მის მარეგულირებელ სტანდარტულ პირობებში;

 

შენიშვნა: გაცემული ფარმა ბარათი წარმოადგენს შპს „ფარმანეტი“-საკუთრებას.

 

“ფარმა ბარათი”-ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

T: (032)  2 110 210

E-mail: info@pharmanet.ge

© 2020 Pharmanet.ge